საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა არჩილ არველაძემ “მსოფლიო სპორტთან” საუაბრში განმარტა, თუ კონკრეტულად რას გააკეთებს ახალ თანამდებობაზე.
არჩილ არველაძე: “პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა ზვიად სიჭინავას ამ თანამდებობაზე დანიშვნისთვის. ასაკობროვ და ეროვნულ ნაკრებებთან ურთიერთობა, სელექცია, შეკრების ორგანიზება, ტექნიკური და სპორტული საკითხების მოგვარება დამევალება”.
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული დირექტორის თანამდებობა აქამდე არ არსებობდა. მისი შექმნა აუცილებელი იყო?
- პრინციპში, ასეთი თანამდებობა თითქმის ყველა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაშია. აქამდე სპორტულ და ტექნიკურ საკითხებს ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე აგვარებდა. ახლა ერთად ვიმუშავებთ.
- რათა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში მუშაობა კოორდინირებული გამხდარიყო, ეს თანამდებობა უნდა შემოეღოთ?
- ნაკრებში კოორინირებული მუშაობა აქამდეც იყო. მასში ჩართულები იყვნენ ფედერაციის საპატიო ვიცეპრეზიდენტი მურთაზ ხურცილავა, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე, თემურ ქეცბაია და ნიკა ჩხეიძე. ახლა მეც დავემატები.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
"მეც" დავემატები კარგი იყო
)
წარმატებები აჩი !
ხალხს, როგორც ფეხბურთელი, უყვარს და რატო აზიზღებს თავს ყველას?
ამ არველაძეების არ მჯერა და მომკალი.ეგენი მარტო თავის ჯიბეზე ფიქრობენ.ნიჭი არავის აინტერესებს ჩვენ ქვეყანაში.ახლობლობა,თავისიანის გაქაჩვა,გაპიარება,იგნორირება,უნამუსობა;აი ესა ვართ ქართველები და იმიტომაც გვეტირა დედა ყველაფერში.
ეს აგვაშენებს ეხლა ჩვენ აღარაფერი გვიჭირს აწინ ვაი თქვენს პატონს უბედურს
ასფ
არველაძეების საკუთარი ფედერაცია
მონოპოლია გრძელდება.
რეზიმ ხო ააშენა სფფ,და ახლა ამან უნდა დააშენოს ზედ ხო?