ფეხბურთი

16:47 | 21.05.2014 | ნანახია 1246 - ჯერ

არბელოამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

მადრიდის “რეალის” მცველმა ალვარო არბელოამ განაცხადა, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში აღარასდროს ითამაშებს. 30 წლის ესპანელის თქმით, მან გადაწყვეტილება იქამდე მიიღო, სანამ “ფურია როხას” სამუნდიალო შემადგენლობის მიღმა დარჩებოდა.

“ჩემი გადაწყვეტილება მუნდიალზე ვერმოხვედრასთან არაფერ შუაშია. “ფურია როხას” დატოვება დიდი ხანია გადავწყვიტე”, - განუცხადა არბელოამ ესპანურ მედიას.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ ალვარო არბელოა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ 30 ფეხბურთელს შორისაც კი არ შეიყვანა.

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:42 | 28.04.2014
BEERTRANCE (97819)

უკეთ შეუძლია ვიკას თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064582
1246