ფეხბურთი

12:31 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა გუნდთან ერთად ვარჯიშობს

მადრიდის “რეალის” ოფიციალური საიტის ცნობით, მცველმა ალვარო არბელოამ ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

31 წლის ფეხბურთელმა მუხლი მარტის დასაწყისში, “ატლეტიკოსთან” მატჩში (2:2) დაიზიანა და მას შემდეგ მკურნალობის კურსს გადიოდა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ის მოედანს მაისის დასაწყისში დაუბრუნდებოდა და არც შემცდარან.

გამომდინარე იქიდან, რომ ალვარო უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, სრულიად შესაძლებელია, რომ მისი მოედანზე დაბრუნება უახლოეს მატჩში მოხდეს. “სამეფო კლუბს” უახლოესი თამაში 4 მაისს, “ვალენსიასთან” უწევს.

მიმდინარე სეზონში არბელოამ ყველა ტურნირში ერთად 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.119639