ფეხბურთი

22:18 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

არასატემ “სოსიედადთან” გაახანგრძლივა

35 წლის ბასკმა სპეციალისტმა, იაგობა არასატემ “რეალ სოსიედადთან” ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

არასატე “სოსიედადის” მთავარ მწვრთნელად მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ფილიპ მონტანიეს შემცვლელად დაინიშნა. ის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევაში და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაში დაეხმარა. გარდა ამისა, სან სებასტიანელები კარგად თამაშობენ ესპანეთის ჩემპიონატშიც, სადაც ისინი მე-7 ადგილს იკავებენ და ევროსაგზურისთვის იბრძვიან.

არასატეს წარმატებული სადებიუტო სეზონი ახალი კონტრაქტით დაუფასდა. ბასკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მთავარ მწვრთნელთან არსებული ხელშეკრულება 2 წლით გახანგრძლივდა და ის გუნდს 2016 წლამდე უთავკაცებს.

0.111934