აბუ დაბის გრან-პრის მე-3 დღე ყველაზე შედეგიანი უზბეკეთის ნაკრებისთვის აღმოჩნდა. ამ ქვეყნის ძიუდოისტებმა 4 მედლის მოპოვება შეძლეს. სულ კი, სამდღიანი ტურნირის მე-3 დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები ბოლო-სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
100 კილოგრამში, სულაც, უზბეკური ფინალი შედგა - რამზიდინ საიდოვმა უტკირ კურბანოვს სძლია. 90-ში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ხურშიდ ნაბიევი ავიდა, იტალიელი რობერტო მელონის დამარცხებით. მძიმე წონაში კი ქართველთათვის ყველაზე კარგად ნაცნობი უზბეკი, წლების წინანდელი ძიუდოს კლუბის, “საგარეჯოს” ლეგიონერი, აბდულო ტანგრიევი ბრინჯაოს დაეუფლა. ოქრო-ვერცხლის შანსი მან ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, გერმანელ ანდრეას ტოლცერთან წაგებით. ფინალში კი ტოლცერმა ეგვიპტელ ისლამ ელ შეჰაბს აჯობა.
არაბულ გრან-პრიზე სულ მონაწილეობა 54 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო. მათ შორის არ იყვნენ საქართველო, იაპონია და სამხრეთ კორეა. საფრანგეთმა, ბრაზილიამ და რამდენიმე ქვეყანამ კი აბუ დაბიში გადახალისებული შემადგენლობა ჩაიყვანა.
ძიუდო
გრან-პრი
აბუ დაბი. 24 ნოემბერი
90 კგ
1 ხურშიდ ნაბიევი (უზბეკეთი)
2 რობერტო მელონი (იტალია)
3 ლიეს ბუიაკუბი (ალჟირი)
3 ჩინგიზ მამედოვი (ყირგიზეთი)
100 კგ
1 რამზიდინ მამედოვი (უზბეკეთი)
2 უტკირ კურბანოვი (უზბეკეთი)
3 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
3 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)
+100 კგ
1 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)
2 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)
3 აბდულო ტანგრიევი (უზბეკეთი)
3 სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა)
ოთარ მაღლაკელიძე







