ჭადრაკი

20:43 | 26.09.2013 | ნანახია 912 - ჯერ

არაბიძემ მე-11 ადგილზე დაასრულა

თურქეთის ქალაქ ქოჯაელში დასრულებულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი მერი არაბიძემ (2379) აჩვენა. იგი ბოლო ტურში ირანელ სარასადატ ხადემალშარიეჰს (2303) დაუზავდა და 8.0 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა.

თანამემამულეს 0.5 ქულით ჩამორჩა ანა კუჭავა (2092), რომელმაც მე-13 ტურში აზერბაიჯანელი საბინა იბრაჰიმოვა (2202) დაამარცხა და 23-ე პოზიციას უწია.

გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტული 10.5 ქულით რუსმა ალეკსანდრა გორიაჩკინამ (2418) მოიპოვა, მე-2 ყაზახი ჟანსაია აბდუმალიკი (2277) გახლდათ 9.5 ქულით, ბრინჯაოს მედალი კი რუს ალინა კაშლინსკაიას (2434) ერგო. მან 9.0 ქულა მიითვალა.

ვაჟთა ტურნირზე პირველობა ჩინელმა იანგიი იუმ (2662) იზეიმა 11.0 ქულით, რომელსაც თურქი ალექსანდერ იპატოვი (2601) და ინდოელი სანტოშ ვიდიტი (2565) მიჰყვნენ, შესაბამისად, 10.5 და 9.5 ქულით.

რაც შეეხება ქართველ ზურაბ ჯავახაძეს, მან უკანასკნელ ტურში ლიტველი ტომას ლაურუსასთან (2398) წააგო და 7.0 ქულით 42-ე საფეხურს დასჯერდა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:32 | 27.09.2013
gudu1985 (523)

kalesu (148)
სანამ დემოკრატია არ დამყარდება სახელმწიფოს სპორტის სამყაროში მანამდე ყველა ნაკრების წევრები შეირჩევა არა სიძლიერის,არა იმ მომენტში მისი საბრძოლო ფორმის მიხედვით,ამიტომ მაშინ როდესაც შემადგენლობა გადაწყვეტილია უბრალოდ ნერვიულობა არ ღირს

23:23 | 26.09.2013
kalesu (249)

ისე ბაციაშვილი წევრობის ყველაზე სწორი კანდიდატია...

23:05 | 26.09.2013
kalesu (249)

იქნებ კანდიდატებში გურამიშვილი ან ლომინეიშვილი ეფიქრათ...ხურციძე კი პირდაპირ რომ ჩასვან სწორი იქნება....რას იტყვით?

22:49 | 26.09.2013
kalesu (249)

ხალხო...ნაკრებს ეს გოგო ევროპაზე არ გამოადგება...ამოიღეთ ხმა..

23:11 | 26.09.2013
kalesu (249)

იქნებ კანდიდატებში გურამიშვილი ან ლომინეიშვილი ეფიქრათ...ხურციძე კი პირდაპირ,რომ ჩასვან ნაკრებში ურიგო არ იქნება....რას იტყვით?

22:40 | 26.09.2013
kalesu (249)

ძალიან ვწუხვარ,მაგრამ მაინც უნდა ვთქვა ...ნაკრების წევრობის კანდიდატის ასეთი უსახური გამოსვლა არავის გაღელვებთ, ხმას რომ არ იღებთ?...ნამდვილად აღარ მინდა მისი ნაკრების წევრობის კანდიდატადაც კი მოაზრება....არა მგონია ასეთმა მოთამაშეებმა ნაკრებს,რამე შესძინონ... იქნებ ღირდეს ამაზე მსჯელობა და დაფიქრება...ნუ დუმხართ..

0.123205