ჭადრაკი

15:04 | 17.09.2013 | ნანახია 1113 - ჯერ

არაბიძე ლიდერებს მიუახლოვდა

თურქეთის ქალაქ ქოჯაელში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მერი არაბიძემ (2379) მორიგი გამარჯვება იზეიმა და ლიდერთა ჯგუფს მიუახლოვდა.

არაბიძემ, რომელსაც ტურნირზე მე-6 განთესვა გააჩნია, შავი ფიგურებით უნგრელი ბარბარა იუჰაში (2169) დაამარცხა და 3.0 ქულით მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ქულათა მარაგით ქართველ გოგონას მხოლოდ 7 მოჭადრაკე უსწრებს. მათ აქტივში 3.5-3.5 ქულაა.

მე-5 ტურში არაბიძე თეთრებით სწორედ ერთ-ერთ ლიდერ – ინდოელ მონიშას (2094) გაეჯიბრება, მსოფლიოს პირველობის გოგონათა შეჯიბრის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ანა კუჭავა (2092) კი შავი ფიგურებით ბელარუს ლანიტა სტეცკოს (2213) ეთამაშება.

ცნობისთვის, გასულ ტურში კუჭავამ თეთრებით ინდოელ შეტი შრისტის აჯობა და 2.5 ქულით 77 მონაწილეს შორის 25-ე პოზიციაზე დამკვიდრდა.

ერთადერთი ქართველი მოჭადრაკე თამაშობს ვაჟთა ტურნირში. მე-4 ტურში ზურაბ ჯავახაძემ (2457) თეთრი ფიგურებით ინდოელ სანტოშ ვიდიტთან (2565) წააგო და 2.5 ქულით 118 მონაწილეს შორის 33-ე საფეხურზე გადაინაცვლა. ჯავახაძეს მომდევნო პარტია შავებით იტალიელ სიმონე დე ფილომენოსთან (2392) ელის.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:16 | 27.06.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

ეგეც არ წაგართვან...ეს უეჭველი უნდა მოვიყვანოთ

13:11 | 27.06.2015
რენე ფერეირა (6798)

Sheidzens vitom?interma ar aaxios isev.ddd

14:17 | 27.06.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

ინტერს რაღაცის იმედი აქ ეტყობა,მაგრამ ჩაუხშობენ

11:18 | 27.06.2015
chamilo (33560)

სანამ მილანის ფორმას არ ჩაიცმევს მანამ ვერ ენდობი ამ ინფოს მასე ვიტცელიც მიჰყავდათ,მარტინესიც კონდოგბიაც

0.064201
1113