ფეხბურთი

20:52 | 3.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

არაბი ინვესტორები “არსენალში” მილიარდნახევარ ფუნტს იხდიან

ინგლისური პრესის ცნობით, არაბი ბიზნესმენები მზად არიან ლონდონის “არსენალში” სარეკორდო თანხა, 1.5 მილიარდი ფუნტი გადაიხადონ.

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატარისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფონდები მზად არიან, “არსენალის” აქციების 100% იყიდონ. ამჟამად, ლონდონელთა აქციების 66.83% სტენ კრონკეს, ხოლო 29.96% ალიშერ უსმანოვს ეკუთვნის. შეთავაზებული ფასის გათვალისწინებით, “არსენალის” თითო აქციის ღირებულება 20 ათას ფუნტს უდრის.

გარდა კლუბის აქციების შეძენისა, არაბი ბიზნესმენები “არსენალის” ვალის გასტუმრებასაც აპირებენ. ამჟამად, ლონდონელთა დავალიანება 250 მილიონი ფუნტია.

თუ გარიგება შედგა, კლუბის აქციების ყიდვა-გაყიდვით, ამერიკელი ბიზნესმენი  სტენ კრონკე დაახლოებით 400 მილიონ ფუნტს მოიგებს.

სავარაუდოდ, არაბულ კონსორციუმს პრობლემები შეექმნება უსმანოვის აქციების შეძენასთან დაკავშირები. როგორც ცნობილია, უზბეკი ბიზნესმენი არათუ თავისი წილის გაყიდვას, არამედ დამატებითი აქციების შეძენას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, არაბი ინვესტრორები მზად არიან, პრობლემების არსებობის შემთხვევაში, კლუბი უსმანოვთან ერთად მართონ.

თეგებიარსენალი
0.119065