ფეხბურთი

1:37 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

არაა ოკაზაკი, არაა გოლი

"მაინცს" არ ჰყავდა იაპონელი ფორვარდი შინჯი ოკაზაკი, რომელიც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით საუკეთესო ბომბარდირია 6 გატანილით. ოკაზაკიმ წინა ტურში ტრავმა მიიღო. არაა ოკაზაკი, არაა გოლი. "მაინცი" და "ჰოფენჰაიმი" უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს.

მასპინძელთაგან ჰოფმანსა და საპერიოს შეეძლოთ გატანა, სტუმართაგან კი მცველ ზიულეს ჰქონდა მშვენიერი შანსი. ბურთს უფრო მაინცელები ფლობდნენ, თუმცა ვერაფერს მიაღწიეს.

ამ ორიდან, არცერთ გუნდს არ ჰქონდა წაგება და არც ამჯერად უგემიათ. 2 მოგება, 4 ფრე – ასეთია მათი აქტივი და ჯერჯერობით, მეორე-მესამე ადგილებზე არიან.  

მაინცი – ჰოფენჰაიმი 0:0

მაინცი: კარიუსი, ბელი, ბუნმგერტი, დიასი, ბაუმგარტლინგერი, ბროზინსკი, ჯურიჩიჩი (სამპერიო 61), გაისი (ხარა 85), ჰოფმანი, მორიტცი, ალაგუი (დე ბლაზისი 80)

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ზიულე, პოლანსკი, რუდი, შვეგლერი, შტრობლი, მოდესტე (შალაი 66), ვოლანდი (ციუბერი 73), ფირმინო (შიპლოკი 89)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გაფრთხილება: ალაგუი (20), პოლანსკი (56), რუდი (71)

მსაჯი: ცვაიერი

0.143118