ფეხბურთი

19:23 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

აოგო “შალკეში” რჩება

“ჰამბურგიდან” გელზენკირხენის “შალკეში” განათხოვრების წესით გადასული ნახევარმცველი დენის აოგო ამ კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდება.

“შალკეს” ოფიციალური გვერდის ცნობით, კლუბის წარმომადგენლებმა “ჰამბურგის” ხელმძღვანელობასთან 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

გელზენკირხენელებმა სამწლიანი კონტრაქტის დეტალები თავად ფეხბურთელთანაც შეთანხმეს და ახლა შეთანხმების გააქტიურებას მხოლოდ აოგოს ხელმოწერა აკლია. ის “შალკეს” აგვისტოში შეუერთდა, მაგრამ ნოემბრის ბოლოს მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მწყობრიდან მიმდინარე სეზონის ბოლომდე გამოვიდა.

0.109542