ფეხბურთი

13:26 | 14.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარია: “მოურინიომ ძლიერ ფეხბურთელად მაქცია”

 

მადრიდის “რეალის” არგენტინელმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც გუნდს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა.

პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით თამაშისას, 25 წლის ფეხბურთელმა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინა.

“მოურინიომ ძლიერ ფეხბურთელად მაქცია. მან დამანახა ბევრი საინტერესო რამ ფეხბურთში და მაიძულა გავზრდილიყავი მოთამაშის კუთხით. ინდივიდუალისტი ვიყავი, მას შემდეგ კი, უფრო მეტს გუნდზე ვთამაშობ და ამისთვის მისი მადლიერი ვარ. მან მასწავლა პერიოდულად უკან დახევა და ისიც მითხრა, რომ შეტევაში დაუღალავი ვყოფილიყავი. მთელი სამი წლის განმავლობაში “რეალის” ძირითადში ვთამაშობდი, ახლა კი, ეს ყოველთვის არ ხდება. მეგობრები ხშირად მეკითხებიან, რას განვიცდი რონალდუსა და ბეილის მხარდამხარ თამაშისას. მაგრამ მე უკვე მივეჩვიე და ამიტომ, მსგავს კომპანიაში ყოფნა აბსოლიტურად ბუნებრივი მომენტია. ჩვენ ყველანი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით” - თქვა დი მარიამ.

0.116724