ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე დარწმუნებულია, რომ ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრებისა და ფლორენციის “ფიორენტინას” თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი იტალიას დატოვებს.
ფლორენციელები მზად არიან, 23 წლის ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ შეელიონ. იოვეტიჩი მსურველების ნაკლებობას არ უჩივის და კონტე დარწმუნებულია, რომ იტალიური კლუბებიდან ასეთი თანხის გადახდას ვერცერთი ვერ მოახერხებს და ამიტომ, ჩერნოგორიელი კარიერას სხვა ჩემპიონატში გააგრძელებს.
“იოვეტიჩის ფასი ძალიან მაღალია, მაგრამ ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის დიდებული ფეხბურთელია. თანხის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა იტალიურ კლუბში ის ვერ გადავა და კარიერას სხვა ქვეყანაში გააგრძელებს”, - განაცხადა კონტემ.
გავრცელებული ინფორმაციით, იოვეტიჩმა ინგლისურ “მანჩესტერ სიტისთან” პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და თუ კლუბებიც შეთანხმდებიან, ის კარიერას სწორედ ინგლისში გააგრძელებს. “ქალაქელები” ტრანსფერის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდიან, რაც მოთხოვნილზე 5 მილიონით ნაკლებია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რეალს ეტყობა კროოსის წასვლა და მოდრიჩიც რომ წავა მერე ნახეთ დატყობა.ბელინგემი ვალვერდე კაი ფეხბურთელები არიან მაგრამ კროოსი და მოდრიჩი არცერთი არაა.რა ვიცი,ვინმე მაგარი თუ არ იყიდა პერესმა(გაუჭირდება) მაშინ ბარსას ცენტრი გამოისვამს რეალს კაიხანი
სწორია ბენზემა.გასაგებია რომ არაა ტიპიური ცენტრფორვარდი ტილიანი მაგრამ მაგის შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელს არ უნდა უჭირდეს არც ცენტრფორვარდობა და უნდა გაითავისოს ეგ პოზიციაც.გარემარბი მბაპე ისედაც ვის რა ჩემ მზედ უნდა,ინსაიდს კი ვინის გამო ვერ ითამაშებენ