2010 წლის 30 ოქტომბერს ტურინის “იუვენტუსმა” მილანის “სან სიროზე” ქალაქის თანამოსახელე კლუბს სძლია, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ (გუშინ) “ბებერი ქალბატონი” კვლავ ეწვია ამავე სტადიონს და ამჯერად მისი მსხვერპლი “ინტერი” შეიქნა. ამ მოგების შემდეგ იტალიის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა სერია A-ს ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა, წმინდა პრაქტიკულ მნიშვნელობაზე არანაკლები დანიშნულება ფსიქოლოგიურ ასპექტსაც აქვს – “ნერაძურის” მისსავე მინდორზე დამარცხება “იუვეს” საბრძოლველ სტიმულს გაუძლიერებს.
ხსენებულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენთარი გააკეთა ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუშინდელი მოგება გუნდის ფეხბურთელებმა გაწეული დიდი შრომის ფასად დაიმსახურეს. “ბიჭები ყოველდღიურად თავს არ ზოგავენ, წვრთნისა და თამაშის დროს მეტად მონდომებულები არიან და შედეგმაც არ დაახანა”, - ამბობს “ბიანკონერის” თავკაცი. მიღწეულის მიუხედავად, კონტე მაინც ფრთხილობს და აცხადებს, რომ წინ ლამის მთელი ჩემპიონატია გასავლელი და დასკვნების გაკეთებაც ნაადრევია: “უმნიშვნელოვანესი მოგება ვიზეიმეთ, სატურნირო ცხრილის სათავეშიც ვართ, მაგრამ ჯერჯერობით გუნდის ჩამოყალიბების საქმე ბოლომდე მიყვანილი არაა. ჯერ კიდევ გვაკლია თავდაჯერებულობა, სიმძლავრე. ამის გამო სასურველი შედეგის მიღწევა გვიჭირს, რაც ჩვენს და გულშემატკივრებს ნერვების ფასად უჯდება. უფრო მშვიდად და საკუთარი ძალისადმი მეტი რწმენით თამაში გვმართებს. დარწმუნებული ვარ, თანდათან ამასაც მოვახერხებთ. ჩვენ ხომ ახალი გუნდის მშენებლობას ჩავუყარეთ საფუძველი, კოლექტივს მენტალიტეტი და სათამაშო სტილი შევუცვალეთ”, - აცხადებს ანტონიო კონტე.
კონკრეტულად “ინტერთან” დაპირისპირებას რაც შეეხება, ტურინელთა თავკაცი განსაკუთრებით კმაყოფილი მისი გუნდის მიერ ჩატარებული მეორე ტაიმით დარჩა: “როდესაც მოწინააღმდეგის ზეწოლისთვის უნდა გაგვეძლო, ბიჭებმა ამოცანა წარმატებით გადაჭრეს. ისინი ყოველგვარი ფაციფუცის გარეშე აუღელვებლად იგერიებდნენ იერიშებს. ძალიან ინტენსიური დატვირთვის მატჩი გამოვიდა. ჩვენ ისიც გვირთულებდა სიტუაციას, რომ ბოლო 8 დღის განმავლობაში მესამე შეხვედრა ჩავატარეთ. პირველი ტაიმის მიწურულს გარკვეულ ტაქტიკურ ცვლილებებს მივმართე, ნახევარმცველები მინდვრის მთელ პერიმეტრზე გადავანაწილე, რითაც “ინტერის” შუახაზელების ფლანგებზე მოქმედება მაქსიმალურად შევზღუდეთ”.
მსაჯის საფინალო სასტვენს ანტონიო კონტე ისეთი ემოციით შეხვდა, თითქოს გუნდის დამრიგებელი კი არა, ფეხბურთელი იყო. “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ეს მოზღვავებული ბედნიერების გრძნობით ახსნა: “სან სიროზე” მოგება ძალიან სასიხარულოა, მით უმეტეს, კვალიფიცირებული თამაშის ფონზე. ჩვენ ხომ ბევრი საგოლე მომენტის შექმნა მოვახერხეთ. ჩემპიონატი გადამწყვეტ სტადიაში თანდათან შედის და სკუდეტოსთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდება. მომდევნო შეხვედრა კვლავ გასვლაზე გვაქვს და ამჯერადაც ჩემპიონობის კიდევ ერთ კანდიდატს, “ნაპოლის” შევხვდებით. შევეცდებით, ნეაპოლშიც მაღალ დონეზე ვითამაშოთ და ჩვენი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ”.
გოჩა კაჭარავა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბიჭო ძველი სტატიები დაიდო თუ რა არი უმარავი სულ სხვა სტაიები დამხვდა უცებ
tsotne32 რატომ ხარ ასე დარწმუნებული?
)
ნაპოლისთან შეწყდება დაუმარცხებელი სერიაა
)))))))))))
ჰაააალე ბიანკონერი.... დელპოს ჩართვა ძალების და შესაძლებელია სკუდეტო ჩაიხუტონ წელს
Juventino77- არ არის პრობლემა ძამიკო
ლაშა ჩარკვიანი ვარ ყველა სოციალურ ქსელში, სადაც ქართველები ძირითადათ ვაბირჯავებთ 
ლა იუვე გოლეეეე.. ეგრე გააგრძელე კონტე მარა მეორე ტაიმში რო 1 ბურტის სხვაობით იგებთ ნუ გვანერვიულებთ და თამაშის დამთავრებამდე ნუ მოეშვებით
FCBayernMunich Lion7887-მა გითხრა ჩემი სათქმელი
ბუნდესნაკრები რომ არ მიყვარს სიახლე არაა, თუმცა მოკრძალებული სიმპატიის გრძნობა მაქვს ამ ნაკრების მიმართ თავიანთი დისციპლინის და მანქანური სტილის გამო. 3-0 რომ უგებდე 90 წუთამდე მშვიდად ვერ იქნები, დიდი შანსია თამაში შემოატრიალოს. ერთი 10-დე წლის წინ დაახლოებით ფინეთი უგებდა 1-0 70-თე წუთამდე. 7 წუთში ანგარიში 3-1 იყო
) მახსოვს გაზეთი (მგონი 11x11 გამოვიდა სათაურით 'ჯადოსნური 7 წუთი'
P.S. FCBayernMunich ეგ ნახევარფინალი არ მინახავს, თუმცა ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო მატჩად და საუკეთესო ნახევარფინალად 2006-ის გერმანია იტალიაა ჯერ-ჯერობით (და არა იმიტომ რომ იტალიის ქომაგი ვარ). ეს იყო თამაში რომელიც ჩემი აზრით ყველა დამწყებმა ფეხბურთელმა უნდა ნახოს.
FCBayernMunich არავითარ შემთხვევაში.....ტყუილად არ დანიშნულა.... და საერთოდ, არგენტინა 90-ში......არ იმსახურებდა ჩემპიონობას...... შუმახერი რომ გაეგდოთ, ფინალში შეიძლება ბუნდესნაკრებს ვერ ეთამაშა..... რაც შეეხება, საქმე-საქმეს ამხელა კაცი ასეთ რამეებს როგორ მივაქცევ ყურადღებას???თუ სათქმელი იყო ვიტყოდი.... არა ვარ ჭრა-კერვის მოყვარული.... პოლონეთთან მშვიდად იმიტომ, რომ კლასით აჯობა....ბონეკის, სმოლარეკის და ლატოს გუნდი იოლი ლუკმა არ იყო.... მანამდე იყო მოქმედი ჩემპიონი არგენტინა და ბრაზილია....რომელტა დამარცხებაც არ იყო იოლი საქმე...განსაკუთრებით ბრაზილიის, რომელსაც ფრე ხელს აძლევდა..... FCBayernMunich 1999 წელს ლიგას იმსახურებდით....უბრალოდ იმსახურებდით და რატომ დავმალავ და არ ვიტყვი????? მიუხედავად იმისა, რომ ინტერს ვერ ვიტან, 2010 წელს ფინალში დამსახურებულად მოიგო...... მართალია არ მიყვარს ბუნდესფეხბურთი, მაგრამ ობისქტურობა არ დამიკაგრავს...ისე შენთან საუბარი (ბოდიში რომ შენობით მოგმართავ)საინტერესოა...მიყვარს განსხვავებული აზრის მქონე ხალხტან დისკუსია.....
Juventino77 სად 2-0 მშვიდად მოგებული თამაში პოლონეთთან და სად 120 წუთს + პენლებიანი ტრილერი საფრანგეთთან. თან რა თამაში, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მატჩად შერაცხული. Lion7887 შუმახერმა ბაზარი არაა, ძალიან ბინძური რამე გააკეთა, უნდა გაეგდოთ კი არა, ფეხბურთიდან უნდა მოეკვეთათ საერთოდ. 1990 წლის გერმანიას რაც შეეხება, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ბრემეს პენალტი გექნება ზამენისთვის შემონახული შენ ისე "გიყვარს" ბუნდესნაკრები
FCBayernMunich რატომ 1990 წლის გერმანიას არ შევეხე არანაირად ცუდად???? რატომ 1990 წლის ნაკრებზე არაფერი დამცდა????კარგის მეტი??? რატომ 1970 წლის გერმანიაზე ქების მეტი არაფერი მითქვამს???? 1982 წელს გერმანიის ნაკრებს ფინალში დიდი შავი ლაქა გაყვა...საფრანგეთთან მატჩიდან..... პატრიკ ბატისტონი დაამტვრია ტონი შუმახერმა....თავში იდაყვი ჩაარტყა...სრულიად გამიზნულად.....ტონი არ გააძევეს...არც ჯარიმა დანიშნულა ?!?!?!?!?!?! და ფრანგი საავადმყოფოში გააქანეს....რამოდენიმე თვე კისერს ვერ ატრიალებდა...... კი, საფრანგეთთან..... მაგრამ ნურავის დავიწყდება ვინ იყო მაშინ მთავრი ფავორიტი..... ზიკოს, სოკრატესის, ტონინიო სერეზოს, ფალკაოს, ჟუნიორის, ედინიოს, ედერის, რობერტოს, დირსეუს გუნდი.....ალბათ ერთ-ერთი ყველა დროის უძლიერესი ბრაზილია.....და ვინ მოახერხა ბრაზილიელების დამარცხება???? ნუთუ ნაკლებად "მძიმე და დამღლელი" იყო ბრაზილასთან მატჩი????? ასე არ შეიძლება....ფინალი ეთამაშათ გერმანელებს და მოეგოთ მერე.... სულაც არ მიყვარს გესლიანი და ასეთი საუბარი.....ყოველთვის მაქვს არგუმენტი....ამიტომ გესლიანი არაა და ნუ გეწყინებათ.....
Lion7887 მაგ 1-4 -მდე 3 თუ 4 მოგება შინ და გარეთ ზედიზედ რატომ დაგავიწყდა?
))
bayerngigi11 - შენ ძმა რაღაც ბოროტად ხუმრობ და თან ძალიან ხშირად და ყოველთვის იუვეს პოსტებზე (მე რასაც ვკითხულობ, სხვაგან არ ვიცი). კი, ფორუმია და ყველას თავისი აზრის გახატვის უფლება აქვს, მაგრამ თან რომ გვემუქრები იუვეს თუ მინდა ვაგინებო, არც ის გაგიკვირდეს ბავარია რომ შემოგველანძღოს შენი თანთასწრებით. ცალმხრივის, თუნდაც სიყვარულის დედაც, ჯეკ
FCBayernMunich - იტალია მაგ დროს შვებულებით იყო პოლონეთთან თამაშის მერე თუ როგორ არი?
Lion7887
ფეისბუკი სხვა პოსტზე მეც გთხოვე, თუმცა არ ვიცი ნახე თუ არა. მეც დაგამატებ. და კიდე მინდა TIGANA დავიმატო
el_ninho
როსიმ ბრაზილიასაც და არგენტინასაც მარტომ მოუგო. არ გინდა მსოფლიოს ბომბარდირი გახდე, თან ისე რომ გოლების გატანა ჯგუფურის მერე დაიწყო?
მეძავებმა აკრიბეს მაშინ თანხა და თავდებით გამოუშვეს ჩვენი როსი როგორც ამბობენ.
Lion7887 შენ სულ გერმანიის დაკნინებას როგორ უნდა ცდილობდე?
1982 წლის ფინალი რომ თქვი, იქ საფრანგეთთან ნახევარფინალზეც გეთქვა და გადაღლილ გერმანიაზე... 1954 წლიდან მოყვები და მსოფლიოს არ ტოვებ გერმანელების წარმატებას რამე შენებური გესლიანი კომენტი რომ არ მიუძღვნა
ეგრე განაგრძე. შავი პიარი და თეთრი პიარი, ორივე პიარია...
ბრავო Juvela ! მიხარია იუვეს ასეთი ძალის ხედვა ! ეხლა ლივერპულიც და ეგაა
)
el_ninho ჯეიმსი კი გევასება ) მერე შეეშვი ამ იტალიას ჯეიმსი თუ გევასება ბაიერნის ფანია )
Lion7887 მასეა ფეხბურთში გადამწყვეტი ყოველთვის გამოცდილებააა ))))))
Lion7887 მე დამამატე მაშინ... ასე ვარ> davit guliashvili (პოკერის) ფლეში როიალის სურატი მიყენია... გუშინ გავშალე

el_ninho ფეისბუქი???კი მაქვს.......სკაიპში ინგლისურად თუთ_მეს აკრიფე (ჩემი მისამარტია), შემო და იქ მოგწერ.......
bayerngigi11 გეტყვი, 1982 წელს გერმანიამ ინიციატივის ხელში აღება დააპირა.....მაგრამ "სკუადრა" უკვე ძალიან გამოცდილი იყო.... 1978 წელს ძალიან ლამაზი ფეხბურთი აჩვენა და შემტევი....1990 წლის ნაკრები გავდა..... 1982 წელს უფრო რაციონალური და შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშა....რომელიც ისე ლამაზად არ გამოიყურებოდა როგორც წინა ჩემპიონატზე, მაგრამ.....ამიტომ იყო უკვე საკუთარ შეცდომებზე ნასწავლი და გამოცდილი კოლექტივი.....ფინალში 1 ტაიმი 0:0 დამთავრდა...2 ტაიმი კი "სკუადრამ" 3:0 წაიყვანა.....გერმანიაზე მეტი კლასი რაღა გინდა, მაგრამ ასეთ მოგებაზე ამბობენ, კლასით მოუგოო...... გერმანიის ნაკრები სხვათა შორის უფრო შემტევ და ლამაზ ფეხბურთს...უფრო ტექნიკურსაც..1970 წელს აჩვენებდა...ვიდრე 1974 წელს, როცა ჩემპიონი გახდა..სამაგიეროდ 1974 წლის კოლექტივს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებდა.......
რას ფიქრობთ მალაგა მოიგებს???
კლოზეეეეეეეეეეეეეეეეე
bianconero სიცრხვილიიი მე... მაპატიეთ მექანიკური შეცდომა იყოო... ეგ ვიცი , სპეციალურად მაგ მუნდიალისთვის გამოუშვეს ციხიდან და ბრაზილიას 3 ჯერ გამოაღებინა

bayerngigi11 - შენ ძმაო აქ ნერვების მოსაშლელად შემოდიხარ მგონი და არა იუვენტუსის საგინებლად.. მე ბაიერნი მართლა მახატია და როდისმე გინახია ბაიერნის საიტზე ჩემი კომენტარი?? არა.. იმიტომ რომ მახატია : DD ხო და რას გვერჩი, კარგ ხასიათზე ვართ, შემოდიხარ და ფარჩაკს ეძახი გუნდს და მერე ამბობ რასაც მინდა იმას ვიტყვიო .. თქვი რამდენიც გინდა ვინ გიშლის.. ოღონდ რა მიზეზით ამბობ ისიც გვითხარი ; ))
el_ninho მაგ როსის პაულო ერქვა და არა ჯუზეპე
bayerngigi11 რატო ძმა??
))) როგორც ვიცი 1982 ში კაი ნაკრები ყავდა იტალიას... 1978 ში საერთოდ დაფრინავდენ და თითქმის ეგ ნაკრები იყო რა ესპანეთშიც,, პროსტა ცოტა გადაბერებული იყო გუნდი... მარა იქ უკვე ჯოზეპე როსიმ გაიგიჟა თავი და ბრაზლილას ხო ვაფშე მარტომ მოუგო.. მოკლედ არ იყო შემთხვევითი იტალიის ჩემპოიონობა, თანაც გერმანიას ხო 3-1 მოუგეს ფნალში ...3-0ს უგენდნენ სულაც : )))
პროსტა სტარტი ქონდათ ცუდი, 3 თამაში 3 ფრე და რაღაც საოცრად გავიდა ფინალურ ჯგუფში

Lion7887 მე ცოტა უმცროსი ვარ22 მაგრამ 1996 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს, ძალიან სტაჟიან გერმანიის გულშემატკივრებსაც ვიცნობ და მათგანაც და ინტერნეტის საშუალებით 1990 წლის გერმანიაც ნანახი მაქვს და ძალიან ბევრი ძველი თამაში გერმანიის ნაკრების ფინალები და არამარტო გერმანიის , იტალიის გულშემაკტივარი კარგია , იმას ვერ იტყვი მაინც რო იტალია რადგან უმეტეს წილად უგებდა გერმანიას რო ჯობია, ეგრე საფრანგეთი ბრაზილიას რა თამაში მოუგო 1986 წელს ეგ თამაში თუ გაქვს ნანახი ნუ მოკლედ მეც ვაფასებ იტალიას და იტალიურ ფეხბურთს , ერთი მიკვირს 1982 წელს იტალიამ როგორ მოუგო გერმანიის ნაკრებს აი ეს ვერ ამიხსნია , თორე 2006 ში რო მოუგო ეგ არ გამიკვირდა ძალიან ძAლიან სუსტი გერმანიის ნაკრები იყო 2006 წელს ძალიან გამიკვირდა არგენტინას რო გაცდა .
წელს სერია ა სულაც არ ჩანს შორს მთავარია სტაბილურობა და ასეთი ერთსულოვნება.. კონტე უმაგრესი კაცია რა ზუსტად ასეთი ჭირდება იუვეს.. ისევე როგორც ლივერს დაგლიში.... ნაპოლის მივართმევთ ამ კვირას სულაც არაა ეგ გუნდი სასწაული და დაუმარცხებელი თან ინტერთან მოგების მერე ბიჭები უფრო თავდაჯერებიტ ითამაშებენ... რეალს ბაიერნს და ასე შემდეგ მალე გაახსენებს იუვე თავს ... ინგლისელებთან გვიჭირს ცოტა თორე ესენი ბულკები იყვნენ და იქნებიან სულ... ნუ ბარსა ამ წუთას ხელშეუხებელია ზე_იდეალური გუნდია მაგრამ მგონი წელს და მერე ვსიო..
Lion7887 ბრავოოო... მსიამოვნებს რა შენი კომენტარების წაკითხვა... თანაც ჩემიანი ხარ... 19 წლის ვარ და 11 წელია ასუადრა აძურას ვბალეშიკობ
))) 2000 წლიდან
))))
'
facebook .. არ გაქ?
))))
Lion7887-გერმანული ფეხბურთის გამორჩეული, ყველაზე ლამაზად მოთამაშე გუნდი იყო 1990 წლის გერმანიის ეროვნული ნაკრები... აუ მაგ წელს იტალიასაც მაგარი გუნდი ჰყავდა. წესით იტალია-გერმანია უნდა ყოფილიყო მაგ წელს ფინალი
bayerngigi11 ცოტა "ბებერი" ვარ..30 გადაცილებული ვარ რა ხანია..... გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარისთვის შეიძლება ცოტა არასასიამოვნო კომენტარებს ვწერ....ნუ გეწყინებათ...27 წელია "სკუადრა აძურას" ვგულშემატკივრობ.... გერმანული ფეხბურთის არდაფასება ნამდვილი გულშემატკივრისთვის არაა მართებული..... თუმცა მე არ მიყვარს გერმანული ფეხბურთი და "გაფარჩაკებას" ვგულისხმობ, როცა მილანთან, იუვესთან ან ბარსელონასთან (მომწონს დღევანდელი ბარსა და მესი) სასტიკად წააგებს....2006 წელსაც ბევრი ხალხი მილოცავდა გროსოს გოლს

მაგრამ შეიძლება სხვას იტალიური ფეხბურთი არ მოსწონდეს.....ამიტომაა ისკუსიაც და საუბარი საინტერესო.....
გერმანული ფეხბურთის გამორჩეული, ყველაზე ლამაზად მოთამაშე გუნდი იყო 1990 წლის გერმანიის ეროვნული ნაკრები...
მათეუსის, ბრემეს, ფიოლერის, კლიმსმანის, ლიტბარსკის და მათი მეგობრების შესრულებით......თუ გახსოვს ეგ ჩემპიონატი..........
bayerngigi11 თავად რამდენის ხართ?????
Lion7887 თუ შეიძლება კითხვა მაქვს. რამდენი წლის ხარ?
sidi-juve ბაიერნი ფარჩაკი გუნდი არაა, თუმცა დიდი სიამოვნებით ვუყურებდი მის გაფარჩაკებას ხოლმე...იუვე აკეთებდა ამას...თუმცა ის 1:4 გაჩხერილი მაქვს ყელში...როგორც "კალჩოს" გულშემატკივარს..... მილანისათვის კი ყოველთვის იყო "რეკორდმაისტერი" ქიშმიშიანი ბულკი








ისე საკლუბო და განსაკუთრებით სანაკრებო დონეზე ბუნდესგუნდები და ბუნდესნაკრები ღირსეულ წინააღმდეგობას გვიწევენ..სულ დაძაბული ვარ...თუმცა მაინც ბოლოს: "ბოროტსა სძლიან კეთილმაო" ასე მთავრდება ხოლმე







მომწონს იუვეს საქმისადმი მიდგომა..იგრძონბა ამ გუნდში ერთსულოვნება და ჯიგრიანად თამაშობენ .... ფორზა იუვე, მარა მილანია ჩემპიონი : )))
M[on]KEY- რა იცი რო არ მემახსოვრება? საიდან დაასკვენი )
bayerngigi11- ბაიერნი ხო წყვიტავს რა ციდან ვარსკვლავებს
bayerngigi11--მალე შემვხვდებით
რეალსაც სხვათაშორის... თქვენ არ გემახსოვრებათ ახლო წარსულში რომ მარტო დელ პიერომ მოუგო რეალს 2 შეხვედრა
ფორცა იუვე
sidi-juve ხო და ეგრე , სიმშვიდე შევინარჩუნოთ , არავითარი ბოღმა მითუმეტეს ჩემ ერთერთ უახლოეს ძმაკაცს ძალიან უყვარს ეს გუნდი და უბრალოდ ვხუმრობ , 1-4 ებს მალე კი ივიწყებთ და იმუქრებით ! ))
bayerngigi11 სკოლა წარსულს ჩაბარდა ჯიგარო.საწყენად არაფერი მითქვამს ძმა,დამიჯერე და შენც არ გესიამოვნება როდესაც შენ საყვარელ გუნდს ცუდად მოიხსენიებენ.მეც მახატია ბაიერნი და მთელი გერმანია
კაია იუვე რო უბრუნდება ელიტას
ისევ მინდა რეალის და იუვეს დაპირისპირებების ხილვა 
sidi-juve ცოტა დაუკვირდი რა ჯიგარო რეებს წერ დაბოღმილი არავინ არაა სულ მახატია ფეხბურთი და შენი იუვენტუსი და მინდა და ვწერ და თუ ვინმეს რამე უნდა მოვაწყვიტავ თავს ზედმეტი არ გავიგონო არავისგან ეს ფორუმია და მინდა იუვეს ვაგინებ და მინდა კატანიას ქართულ გუნდს შეურაწყოფას არავინ არ აყენებს