ფრანგულ “რენს”, მომდევნო სეზონიდან, ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფრედერიკ ანტონეტი გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს, კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
“რენში” გატარებული 4 შესანიშნავი სეზონის შემდეგ იძულებული ვარ კლუბს გამოვემშვიდობო. “რენის” დატოვება წარუმატებელი სეზონის გამო გადავწყვიტე. თუმცა, დანებებას არ ვაპირებთ. გპირდებით, რომ სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ.” – აცხადებს ფრედერიკ ანტონეტი.
საფრანგეთის ლიგა ერთში, “რენს” 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლო 4 თამაშში, გუნდმა ქულის მოპოვება ვერ მოახერხა.