კალათბურთი

1:37 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანტიგუა და დომინიკა

დომინიკის რესპუბლიკის საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო (74:68) და მსოფლიო პირველობის C ჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ახლა, ორლანდო ანტიგუას შეგირდთა აქტივში 2 მოგებაა და ისინი, უკრაინელებს მხოლოდ პირად თამაშში მარცხის გამო ჩამორჩებიან.

აღსანიშნავია, რომ ფინელებს მეტოქის 23 (!) დაკარგვის წილ მხოლოდ 9 შეცდომა ჰქონდათ და სამქულიანები უკეთ ესროლეს (11:7), თუმცა, მოხსნებში აშკარად დაიჯაბნენ (28:49) და მეტოქეს არაერთი დამატებითი შეტევა უბოძეს.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ცენტრი ელოი ვარგასი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (18 ქულა, 13 მოხსნა) გაიფორმა, ფინელებს კი რუსული “ხიმკის” მცველმა პეტერი კოპონენმა ულიდერა 23 ქულით.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. C ჯგუფი. ბილბაო

ფინეთი – დომინიკის რესპუბლიკა 68:74 (15:16, 17:25, 18:19, 18:14)

0.118515