ჩოგბურთი

16:48 | 14.11.2013 | ნანახია 1011 - ჯერ

ანტალიაში მეოთხედფინალში ითამაშებენ

ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წარმატებულად ირჯებიან ქართველი ჩოგბურთელები. ქალთა პირველობის მეოთხედფინალში გააღწიეს მე-3 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ და მე-8 რეიტინგით მოასპარეზე სოფო ქვაცაბაიამ.

გორგოძემ სლოვაკ ვიკტორია კუზმოვას 7:5, 2:6, 6:1 სძლია და ახლა, იაპონელ იოშიმი კავასაკის გაეჯიბრება. ჰოლანდიელ მონიკ ზუურს დაუპირისპირდება ქვაცაბაია, რომელმაც უკრაინელი ანასტასია პროკოპენკო 7:5, 6:1 დაამარცხა.

ვაჟთა ტურნირის მერვედფინალში მე-2 ნომრად განთესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუმინელ დრაგოშ დიმას 6:4, 6:2 მოუგო და მომდევნო რაუნდში ჰოლანდიელ კოლინ ვან ბეემთან ჭიდილი ელის.

წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში ბასილაშვილი და სერბი მილიან ზეკიჩი იმავე ვან ბეემს და ბენინელ ალექსის კლეგუს ეთამაშებიან.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:08 | 14.11.2013
levani82 (41682)

ბასილაშვილმა წყვილებში 6-4 6-3 მოიგო. მეორე სეტში 3-0 აგებდნენ და 6-3 მოიგეს

0.123291