ჩოგბურთი

16:36 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანტალიას მხოლოდ გორგოძე შემორჩა

ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში სოფო ქვაცაბაიამ პირველ ნომრად განთესილ რუმინელ ანა ბოგდანს პირველი სეტი კი მოუგო, თუმცა, საბოლოოდ 6:2, 3:6, 3:6 დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ საწყისი ბარიერი დასძლია მე-7 რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძემ, რომელიც მერვედფინალში ყახახ ასია დაირს გაჯიბრება.

წყვილთა ტურნირში ეკატერინე გორგოძემ და მოლდოველმა ანასტასია ვდოვენკომ ჰოლანდიელი სტეფანი ტედია აბდი და რუსეთის სახელით მოთამაშე ეკატერინა წიკლაური 6:1, 6:4 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი მე-2 ნომრად განთესილ ბელარუსულ-გერმანულ დუეტთან (სვიატლანა პირაჟენკა-ჯულია ვახაჩიკი) 4:6, 0:6 წააგეს.

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს გამოეთიშა ალექსანდრე მეტრეველი. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის გავლის შემდეგ, ძირითად ბადეში რუს ანდრეი პლოტნის 6:4, 6:2 სძლია, მერვედფინალში კი უზბეკ ტემურ ისმაილოვთან 2:6, 6:4, 4:6 დამარცხდა.

0.112926