მახაჭყალის “ანჟიში” მოგეხსენებათ დიდი ცვლილებებია, გუნდს უახლოეს ხანში ყველა ძვირადღირებული ლეგიონერი დატოვებს, მათ მაგიერ კი დაღესტნელებს ადგილობრივი და ახლო საზღვარგარეთის ფეხბურთელების იმედი აქვთ. “სოვეტსკი სპორტის” ცნობით, მახაჭყალელები სამარის “კრილია სოვეტოვის” 3 მოთამაშით დაინტერესებულან. ესენი არიან ქართველი გია გრიგალავა, კამერუნელი ბენუა ანგბვა და რუსი ილია მაკსიმოვი. დაღესტნელებს უკვე შეუთავაზებიათ თავიანთი ვარიანტი, მაგრამ სამარელები ჯერჯერობით თავს იკავებენ.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში გრიგალავამ “კრილიას” შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა.