ფეხბურთი

14:57 | 23.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ანჟი” იაია ტურეს უმიზნებს

თუკი “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი იაია ტურე კლუბთან ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდება, მის შეძენას მახაჩყალის “ანჟი” ეცდება. Daily Mail-ის ცნობით, რუსებს 29 წლის კოტდივუარელისთვის კონტრაქტი უკვე გამზადებული აქვთ.

ტურეს მანჩესტერელებთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს. აფრიკელის აგენტი დმიტრი სელიუკი კლუბთან მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ გასული წლიდან მართავს, მაგრამ ამ ეტაპზე, შეთანხმება ვერ ხერხდება.

“სიტი” ტურეს 25 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ კოტდივუარელის წლიური ანაზღაურება ძალზე მაღალია. ზემოთთქმული წყაროს ინფორმაციით, “სიტისა” და ტურეს მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ “ანჟის”, “ზენიტსა” და პსჟ-ს შეუძლიათ. 

 

0.117645