ანგოლის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. აფრიკელები ავსტრალიასთან თამაშში ფავორიტებად ნამდვილად არ მიიჩნეოდნენ, თუმცა, მოულოდნელად – 91:83 მოიგეს.
საინტერესოა, რომ ანგოლამ პირველ ტაიმში მხოლოდ 29 ქულა ჩააგდო და მეტოქეს 13 ქულით ჩამორჩა, მე-2 ნახევარში კი “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენლებს თავს 62 ქულა “დაატეხა” და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მიითვალა. საქმე ის გახლავთ, რომ თუკი მოგვიანებით მექსიკა სამხრეთ კორეასთან დამარცხდება, აფრიკელები D ჯგუფში მე-4 ადგილს დაიკავებენ და მერვედფინალის საგზურსაც მიიღებენ.
გასულ შეხვედრის გმირი აშშ-ს სტუდენტური ლიგის ბინადარ “მუსტანგსის” ცენტრი იანიკ მორეირა გახდა, რომელმაც 31:32 წუთში 38 (!) ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. საინტერესოა, რომ მორეირამ თამაშიდან 24-დან 17 ტყორცნა გამოიყენა და მეტოქის ფარზე ბურთი 10-ჯერ მოხსნა.
ავსტრალიელთა მხრიდან კრის გულდინგი გამოირჩა. ესპანური “სარაგოსას” მცველმა 22 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. ისიც ვთქვათ, რომ ანდრე ლემანისის შეგირდებს მომდევნო ეტაპზე თამაში, წაგების მიუხედავადაც გარანტირებული აქვთ.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. D ჯგუფი. გრან კანარია
ავსტრალია –