მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერმა ანგელიკ კერბერმა, როლან გაროს პირველი რაუნდის მატჩში, გერმანულ დუელში მონა ბარტელს სძლია - 7:6, 6:2 და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
მატჩი 1 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, კერბერმა 3 ბრეიკი შეასრულა, 2 ეისი ჩააწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მონამ კი ერთხელ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, 1 ეისი ჩააწოდა და არცერთი ორმაგი არ დაუშვია. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთადპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში გათანაბრდა - 2:2.
როლან გაროს მეორე წრეში, 25 წლის გერმანელის მეტოქე სლოვაკი იანა ცეპელოვა იქნება, რომელმაც ასპარეზობას გამოთიშა ამერიკელი კრისტინა მაკჰეილი - 7:6, 2:6, 6:4.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფაჩარაა რა
ვაა, ეს როგორ თამამ განცხაдებებს აკეთებს ტრავმამოშუშებულზე ?
ერთის მაგივრაд ორი გული აქვს дა ორის მაგივრაд ერთი წარბი DDDDDDDDD