ფეხბურთი

1:58 | 28.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანელკას ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს

ინგლისური “ვესტ ბრომვიჩის” ფორვარდი ნიკოლა ანელკა საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ფრანგ თავდამსხმელს მკაცრი სასჯელი ანტისემიტური ჟესტისთვის ერგო, რომლითაც მან პრემიერლიგაში “ვესტ ჰემთან” მატჩში (3:3) გატანილი ბურთი აღნიშნა.

ანელკას ფულადი ჯარიმაც დაეკისრა და 80 ათას ფუნტს გადაიხდის, ამას გარდა კი, საგანმანათლებლო კურსის გავლაც მოუწევს.

ცნობისთვის, თავად ფრანგი ფეხბურთელი საკუთარ ბრალს არ აღიარებდა და საფეხბურთო ასოციაციას მისი დასჯისგან თავის შეკავებას ურჩევდა.

ამ ცნობის გავრცელების შემდეგ კი, ანელკას გარიყვა "ვესტ ბრომვიჩმაც" გადაწყვიტა და დისკვალიფიკაციის პერიოდში მისი გუნდიდან დათხოვნა არჩია. ინგლისურ კლუბში საკუთარი გამოძიების ჩატარებასაც აპირებენ და იქნებ, ნიკოლას საერთოდ ახალი ნავსაყუდელის ძებნა მოუწიოს.

http://www.youtube.com/watch?v=bS4GOaJsN0Q

0.114249