ფეხბურთი

12:08 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანელკას დაგვიანებამ კონტრაქტი ჩაუშალა

 „ატლეტიკო მინეირუსა“ და ფრანგ თავდამსხმელ ნიკოლა ანელკას შორის ჯერ კიდევ ათი დღის წინ მიღწეული მოლაპარაკება მოულოდნელად ჩაიშალა. 35 წლის ფეხბურთელმა, რომელიც „ვესტ ბრომვიჩიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა, ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელობა არაპუნქტუალობით გაანაწყენა.

ანელკა სამხრეთ ამერიკაში 14 აპრილს უნდა ჩაფრენილიყო, სამედიცინო შემოწმებას გაივლიდა და კონტრაქტსაც უმალ გააფორმებდა, მაგრამ კლუბს წერილობით აცნობა, რომ პირადი მიზეზების გამო 5 დღით აგვიანდებოდა. „ატლეტიკო მინეირუში“ კი ფორვარდის საქციელი უპატივცემულობად ჩათვალეს და ნიკოლას შეუთვალეს, ხელშეკრულება დაივიწყოს.

0.132397