სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
თამაშგარე

10:11 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანელკას ცოლი ძველ დროს მისტირის

მაშინ, როდესაც ნიკოლა ანელკა ევროპელი და არამხოლოდ ევროპელი მეკარეების კარის დამწიოკებელი და დიდი მეგოლე იყო, მისი ცოლი, ბარბარა ანელკა, ათასგვარ ფერად სამოგზაურო ადგილზე დატრაშუნებდა და აშკარაა, რომ ქმრის გარჯა დიდად არ უღირდა.

 ახლა კი, როცა ანელკას დიდებულების წლები წარსულს ჩაბარდა, ფრანგმა ფეხბურთელმა ცოლის დაშოშმინება მოინდომა და ოჯახთან ერთად წყნარ ცხოვრებაზე დაიწყო ფიქრი, რაც მრავლისმნახველ ბარბარას სულაც არ ეპიტნავა და წუწუნსა და მოთქმა-გოდებას მიჰყო ხელი,

 ბარბარა ანელკა ჟურნალისტებთან საუბარში წუწუნებს, რომ მისი ქმარი სრულიად შეიცვალა და აღარ ჰგავს ძველ ნიკოლას, რომელიც ცოლის ნებისმიერი სურვილის ასასრულებლად იყო მზად. ამ თავის თავზე შეყვარებულ ქალბატონს რთულია ესაუბრო სქესთა თანასწორობაზე და სამრთლიანობაზე, რადგან როგორც ჩანს მისი ტრფობის ზღვარი საკუთარ სურვილებზე გადის.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.136562