ვეტერანი ფორვარდი ნიკოლა ანელკა კარიერას ინგლისურ “ვესტ ბრომვიჩში” განაგრძობს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს.
ანელკამ "ვესტ ბრომვიჩთან: 1+1 სქემით გააფორმა ხელშეკრულება. პირადი კონტრაქტის ფინანსური მხარე, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში, ანელკას პსჟ-ში, “არსენალში”, “რეალში”, “ლივერპულში”, “სიტიში”, “ფენერბახჩეში”, “ჩელსიში”, “ბოლტონში”, “შანხაი შენჰუასა” და “იუვენტუსში” უთამაშია. ფრანგმა ეროვნული ნაკრების მაისური 69 მატჩში მოირგო და 14 გოლი მიითვალა.