ფეხბურთი

23:54 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანელკამ “ვესტ ბრომვიჩი” დატოვა

ცნობილმა ფრანგმა თავდამსხმელმა, ნიკოლა ანელკამ “ვესტ ბრომვიჩთან” კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ყველაფერი “ვესტ ჰემთან” გამართულ მატჩში დაიწყო. ანელკამ გოლი ეგრედ წოდებული “კენელის” ჟესტით აღნიშნა, რაც ანტისემიტურ ქმედებად იქნა მიჩნეული. შედეგად, 35 წლის ფრანგი თავდამსხმელი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 80 ათასი ფუნტით დაჯარიმდა.

“კლუბის წარმომადგენლებთან დისკუსიის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ მათ მოთხოვნებს ვერ დავაკმაყოფილებდი, რის გამოც, გუნდის დატოვება გადავწყვიტე.” – წერს ფეხბურთელი თავის Twitter-ზე.

როგორც ცნობილია, ანელკა უარყოფს, რომ მისი აღნიშვნა ანტისემიტური იყო. გავრცელებული ინფორმაციით, “ვესტ ბრომვიჩი” მისგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვდა, რამაც მხარეებს შორის კონტრაქტის გაწყვეტა გამოიწვია.

0.115873