თბილისის “დინამოს” დიღმის საწვრთნელი ბაზის შესასვლელს უკვე რამდენიმე დღეა გამოჩენილი ქართველი მწვრთნელის – ანდრო ჟორდანიას ბარელიეფი ამშვენებს. ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს მოეხსენება, რომ “დინამოს” დიღმის ბაზა ქართული ფეხბურთის პატრიარქის სახელს ატარებს.
ანდრო ჟორდანია “დინამოს” რიგებში 1925-28 და 1930-31 წლებში ასპარეზობდა. როგორც მწვრთნელი, “დინამოს” 1945-47, 1955 და 1959-61 წლებში ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით, თბილისელებმა საკავშირო ჩემპიონატში ორჯერ, 1947 და 1959 წლებში, მესამე ადგილი დაიკავეს. ასევე ორჯერ, 1946 და 1960 წლებში, ჟორდანიამ გუნდი თასის ფინალში გაიყვანა.
www.fcdinamo.ge