ევროპის ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ლონდონში “ტოტენჰემთან” 0:3 განცდილი მარცხის შემდეგ, მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი აღიარებს, რომ ტიტულისთვის ბრძოლის შანსი თითქმის აღარ შერჩა.
ერთი კვირის წინ იტალიელები მეტოქესთან სრულად განადგურდნენ და ასეთი შედეგის შემდეგ, წარმატებაზე ფიქრი მართლაც ძნელია. ეს კარგად ესმის მთავარ მწვრთნელსაც, მაგრამ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მილანელები დამამცირებელი მარცხისათვის რევანშის აღებას გეგმავენ.
“ფეხბურთი უცნაური სპორტია. 0:3-ის შემდეგ, წარმატებაზე ფიქრი ძალიან ძნელია, მაგრამ გვსურს, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე კარგად ვითამაშოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. თუ მატჩის მსვლელობისას მეოთხედფინალში გასვლის შანსიც გაგვიჩნდება, ვნახოთ ამისგან რა გამოვა” - განუცხადა BBC-ის სტრამაჩონიმ.
“ტოტენჰემთან” ევროთასზე განცდილ მარცხს, სერია A-ში “ბოლონიასთან” საკუთარ მოედანზე 0:1 წაგებული შეხვედრა მოჰყვა და მწვრთნელს სათამაშო კრიზისზე კიდევ ერთხელ მოუწია საუბარი.
“უარყოფას არანაირი აზრი არა აქვს, ბოლო დროს ძალიან ცუდად ვთამაშობთ და სწორედ ჩემზე, მწვრთნელზეა დამოკიდებული მოვახერხებთ თუ ვერა გამოსავალის მოძებნას. კლუბის პრეზიდენტისგან 101 პროცენტიან მხარდაჭერას ვგრძნობ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ მისი მისაღებია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არა მგონია მორატი ჩემს გაძევებას აპირებდეს” - დაამატა სტრამაჩონიმ.
“ინტერსა” და “ტოტენჰემს” შორის განმეორებითი მატჩს, დღეს თბილისის დროით 22 საათზე “ჯუზეპე მეაცაზე” დაიწყება.