თამაშგარე

10:56 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო ახალ სატრფოსთან ნებივრობს

კაცი ვარო, ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანდრეა პირლომ უნდა თქვას. იტალიის ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილ ფიასკოს ”სკუადრა აძურას” გულშემატკივრები ყველაზე ნაკლებად სწორედ პირლოს აბრალებენ, რამაც ანდრეას მხურვალე დასვენების სტიმული მისცა.

რამდენიმე დღის წინ, იტალიურ მედიაში, იქიდან კი ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ანდრეა პირლო თავის ახალ სატრფოსთან, იტალიელ მოდელთან, ვალენტინა ბალდინისთან ერთად, ხმელთაშუა ზღვაში მოდრეიფე ძვირადღირებულ იახტაზეა წამოდრანგული.

ანდრეა პირლოს ახალი სატრფოს ასე გამომზეურებას ბევრი არ ელოდა, რადგან საზოგადოების უმეტესი ნაწილისათვის უცნობი იყო პირლოს გულისსწორის ვინაობა და ბევრმა ისიც კი არ იცოდა, ანდრეას ცხოვრებას ამ კუთხით რაიმე სიახლეები თუ იყო. თურმე სიახლეც ყოფილა და მეტიც...

0.162152