ფეხბურთი

16:24 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა ანიელი: “იტალიაში ფეხბურთის მართვა არ იციან”

 

ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კლუბის აქციონერთა კრებაზე იტალიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

მისი სიტყვები Corriere Dello Sport-მა გაავრცელა.

“ჩვენი შეხვედრიდან ერთი წელიწადი გავიდა და მას შემდეგ იტალიურ ფეხბურთში არაფერი შეცვლილა. ფაქტია, რომ იტალიური ფეხბურთი პროგრესს ვერ განიცდის, რადგან აქ არ იციან ფეხბურთის მაღალ დონეზე მართვა. სერია A-ში საქმეს უნდა მოკიდონ ხელი და პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობა დაიწყონ. მაგრამ იტალიურ ფეხბურთში არსებული პრობლემები ტურინის “იუვენტუსისთვის” გამამართლებელ საბაბად არ გამოდგება. ჩვენ მუდამ ლიდერობისთვის ვიბრძვით, არ ვდგავართ ერთ ადგილზე და მუდამ ვეძებთ ახალ იდეებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ფეხბურთი ასე ძლიერ საჭიროებს” - განაცხადა ანიელიმ.

0.111195