ფეხბურთი

12:06 | 29.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე ვილაშ-ბოაში: “საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ”

თბილისის “დინამოსთან” სტუმრად 5:0 მოგების მიუხედავად, უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში, ლონდონის “ტოტენჰემი” მოდუნებას არ აპირებს. ამის შესახებ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა პორტუგალიელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა თამაშამდე განაცხადა.

“საქართველოში კარგად ვითამაშეთ და კარგი შედეგიც ვაჩვენეთ. ეს ჩვენს პოზიციებს ძალიან ამყარებს. ფეხბურთელებთან ავუხსენი, რომ არ უნდა დამშვიდნენ და საქმის ბოლომდე მიყვანაა საჭირო. გასულ სეზონში, ევროპის ლიგის 1/16-ფინალში “ინტერთან” დაპირისპირებაში სათანადო გამოცდილება მივიღეთ და იგივეს გამეორება არ გვსურს. ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ” – იუწყება ვილაშ-ბოაშის სიტყვებს “ტოტენჰემის” ოფიციალური ვებგვერდი.

ვილაშ-ბოაშის თქმით, მომავალ მატჩში არაა გამორიცხული თავის გამოჩენის შანსი რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცეს, როგორც ეს თბილისურ მატჩში ანდროს თაუნსენდის შემთხვევაში მოხდა:

“ჩვენ გვინდა შანსი ერთი-ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს მივცეთ. ვფიქრობ, მათი იმედი შეგვიძლია გვქონდეს. თუმცა, მთავარია, რომ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გარანტირებულად მოვხვდეთ”. 


0.117268