ფეხბურთი

11:34 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე სანტოსი “ფლამენგოში” ითამაშებს

ლონდონის “არსენალის” ბრაზილიელი მცველი ანდრე სანტოსი სამშობლოში ბრუნდება. “ფლამენგოს” ოფიციალური საიტის ცნობით, ქვეყნის ეროვნული გუნდის 30 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

ანდრე სანტოსი თავისუფალი აგენტი იყო და კლუბთან ორწლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. ის “ფლამენგოში” განათხოვრების წესით 2005-2006 წლებშიც თამაშობდა. ევროპაში ვრაზილიელი თურქულ “ფენერბაჰჩეში” გამოდიოდა, რის შემდეგაც “არსენალს” მიაშურა, მაგრამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით “გრემიოში” გაატარა. ანდრე სანტოსს ბრაზილიის ნაკრების მაისურით 24 თამაში აქვს ჩატარებული.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117042