"დენვერის" ორი ლიდერი, ანდრე იგუდალა და დანილო გალინარი, ხვალ, ნბა-ს რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში "ბოსტონის" წინააღმდეგ, აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. იგუდალამ კისრის მცირე ტრავმა მოიშუშა ბოლომდე (3 მატჩი გაუცდა), ხოლო იტალიელმა ფორვარდმა, მუხლის.
მათი არყოფნის პერიოდში, "დენვერმა" სამი მარცხი იწვნია, ერთ-ერთი, სწორედ "სელტიქსთან" სამმაგ ოვერტაიმში - 114:118.
გიორგი ბარბაქაძე