„მარსელმა“ ლიგა ერთის ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო და გაჩემპიონების თეორიული შანსი შეინარჩუნა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პსჟ-ს ტიტულის მოპოვება გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე სურს, პარიზელებმა, კვირას, „ლიონი“ სტუმრად უნდა დაამარცხონ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით, „მარსელმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა.
„მარსელს“ 3 ქულა ანდრე აიუმ მოუტანა. მან ჯერ ვალბუენას ფლანგური გადაცემა გამოიყენა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ, ამალფიტანოს გადაცემა აქცია გოლად. თამაშის მიწურულს, ბენ ბაზატმა მახვილი კუთხიდან ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ამან ქულების გადანაწილებაზე გავლენა ვერ იქონია.
ბოლო 4 თამაშიდან მესამე მოიგო „ტრუამ“, რომელიც კვლავ გასავარდნ ზონაშია, თუმცა, ჟან ფურლანის შეგირდებმა მდგომარეობა გამოიკეთეს. „ტრუას“ მორიგი მსხვერპლი „აიაჩო“ გამოდგა, რომელიც საკუთარ კედლებში დამარცხდა.
უმოტივაციო „ბორდოსთან“ სტუმრად წააგო უმაღლესში დარჩენისთვის მებრძოლმა კიდევ ერთმა გუნდმა, „ნანსიმ“, რომელიც უქულოდ ზედიზედ მე-2 მატჩში დარჩა. პატრიკ გაბრიელის გუნდმა ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა კი მოახერხა, მაგრამ თამაშის მიწურულს მესამეც გაუშვა.
ზედიზედ მე-2 მოგებით, ლიგა ერთში დარჩენა გაინაღდა „სოშომ“, რომელმაც ბოლო ადგილზე მყარად მყოფი „ბრესტი“ სტუმრად დაამარცხა. ბრეტანელებმა ზედიზედ მე-9 თამაში წააგეს და მე-17 ადგილთან მათ 6 ქულა აშორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბრესტს“ ლიგა ერთში დარჩენის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს, რომელიც, სავარაუდოდ, მომდევნო ტურში გაქრება, რადგან სორენტინ მარტინსის შეგირდები პსჟ-ს ეწვევიან.
მარსელი-ტულუზა 2:1 (1:0)
მარსელი, “ველოდრომი” 34666
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, აბდალა, ნ’კულუ, მენდესი, მორელი, რომაო, ბარტონი, ამალფიტანო (სუგუ 89), ვალბუენა (კადირი 88), ა. აიუ, ჟინიაკი (ჯ. აიუ 82).
მწვრთნელი: ელი ბოპი.
ტულუზა (4-5-1): აჰამადა, აკპა აკპრო, კაპუე, აბდენუ, ორიე, ბრაატენი (ბენ ბაზატი 71), დიდო (რეგატინი 78), ერმაში, რაბიო, ტაბანუ (სილა 65), ბენ იედერი.
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.
გოლები: 1:0 ა. აიუ (45), 2:0 ა. აიუ (62), 2:1 ბენ ბაზატი (82).
გაფრთხილებები: ამალფიტანო 50, რომაო 90 - ორიე 41, აბდენუ 58.
მსაჯი: სედ ენჟიმი.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 10 (5)-6 (4), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 1-6, სეივი: 3-2, ჯარიმა: 10-19.
აიაჩო-ტრუა 0:1 (0:1)
აიაჩო, “ფრანსუა კოტი” 7300
აიაჩო (4-2-3-1): ოჩოა, დიავარა, ზუბარი, პულარი, ბეჟორჟი, მოსტეფა, ლასნე (დელორი 75), ანდრე (ოლიეში 52), კავალი, დიარა (ბელგაზუანი 58), მუტუ.
მწვრთნელი: ალბერ ემონი.
ტრუა (4-2-3-1): ტურამ-ულიენი, ფოსურიე, ჟარჟა, ბრეშე, ოტონი (ნ’საკალა 52), ტიაგო, ენზა იამისი, კამუსი (მარკოსი 68), ნივე, დარბიონი, იატარა (რინკონი 81).
მწვრთნელი: ჟან ფურლანი.
გოლი: 0:1 ჟარჟა (18).
მსაჯი: ვილფრიდ ბიენი.
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 14 (4)-5 (2), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 5-2, სეივი: 1-4, ჯარიმა: 13-12.
ბორდო-ნანსი 3:2 (2:0)
ბორდო, “შაბან დელმა” 15271
ბორდო (4-2-3-1): კარასო, მარიანო, პლანუსი, ფობერი, ტრემულინა, სევე, პოკო (ბენ კალფალა 81), ტრაორე, პლაზილი, ობრანიაკი (მორის-ბელეი 68), როლანი (დიაბატე 68).
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
ნანსი (4-2-3-1): გრეგორინი, ჟებუ, ლოტიე, პუგრენიე, მურატორი, სანე, მანგანი, კარაბუე (სამი 88), ზიტე (ალო ეფულუ 64), კულიბალი (ბაკარი 66), მუკანჯო.
მწვრთნელი: პატრიკ გაბრიელი.
გოლები: 1:0 პოკო (41), 2:0 სევე (45), 2:1 კარაბუე (65), 2:2 სანე (80), 3:2 დიაბატე (86).
92-ე წუთზე, ფობერმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
გაფრთხილებები: ტრაორე 50, პოკო 78, ტრემულინა 90+1 - მანგანი 53, სანე 90.
მსაჯი: ფილიპ კალტი.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 19 (12)-6 (3), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 3-6, სეივი: 1-9, ჯარიმა: 14-11.
ბასტია-მონპელიე 3:1 (2:1)
ფურიანი, “არმან სეზარი” 14177
ბასტია (4-3-3): ლანდრო, სიონი, მარშალი, არეკი, პალმიერი, იატაბარე, ბოვუ (როტენი 68), კაუზაკი (საბლი 90+3), კაზრი, მოდესტი (მაულიდა 90), ტაუვინი.
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.
მონპელიე (4-4-2): პიონიე, კონგრი, მეზაგე, ელ კაუტარი, ბედიმო, უტაკა (მუნიე 59), სტამბული (მარტინი 80), ესტრადა, კაბელა, ერერა (შაბრონიე 66), კამარა.
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
გოლები: 1:0 ბოვუ (16), 1:1 უტაკა (31), 2:1 მოდესტი (32), 3:1 მოდესტი (87).
გაფრთხილებები: პალმიერი 25, კაზატი 61 - ბედიმო 67.
მსაჯი: ენტონი გოტიე.
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 10 (5)-8 (3), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 2-6, სეივი: 2-2, ჯარიმა: 17-9.
ბრესტი-სოშო 0:2 (0:0)
ბრესტი, “ფრანსის ლე ბლე” 12239
ბრესტი (4-2-3-1): ტებო, კულიბალი (ბა 74), ტრაორე (ლეჟონი 17), კანტარი (მენდი 46), მაკონდა, ლიკა, სისოკო, რასპენტინო, შაფნი, ლეზუამიე, აიტე.
მწვრთნელი: სორენტინ მარტინსი.
სოშო (4-4-2): პუპლინი, კორშია, პეიბერნე, კანტი, რუსილონი (სოჟე 82), ნოგეირა, ლოპი, დიასი, ბაკამბუ (კონტუ 86), სიო, პრივა.
მწვრთნელი: ერიკ ელი.
გოლები: 0:1 პრივა (48), 0:2 პრივა (81).
გაფრთხილებები: მაკონდა 10, კანტარი 38, მენდი 56 - სიო 25, დიასი 36, ნოგეირა 50.
გაძევება: ლეჟონი 77.
მსაჯი: კლემენ ტურპინი.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 10 (4)-15 (8), კუთხური: 6-10, თამაშგარე: 3-1, სეივი: 6-5, ჯარიმა: 18-12.
ვალანსიენი-რენი 4:1 (1:1)
ვალანსიენი, “ენო” 13143
ვალანსიენი (4-5-1): პენეტო, ლალა, როზი, ანგუა, ბონგი, მელიკსონი (საესი 87), გომისი (დუკურტიო 79), სანჩესი, სანკარე (დოსევი 66), დანიჩი, აბუბაკარი.
მწვრთნელი: დანიელ სანჩესი.
რენი (4-5-1): კოსტილი, ფოლკიე, დიარა, ბოიე, მორეირა, ფერე (უზოენი 88), დუკურე, მაკუნი, კონრადსენი (ბოვერჟე 61), დიალო (ნგანდო 75), პიტროიპა.
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტონეტი.
გოლები: 0:1 პიტროიპა (31), 1:1 მელიკსონი (39), 2:1 როზი (68), 3:1 ლალა (83), 4:1 საესი (90).
გაფრთხილებები: მორეირა 42, დიალო 51, ფოლკიე 56.
გაძევებები: ფოლკიე 59, ბოიე 65.
მსაჯი: ოლივიე ტუალი.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 11 (6)-7 (4), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 8-19.