ფეხბურთი

10:27 | 26.11.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ანდრე აიუ 2 თვე იუქმებს

“მარსელის” ტრავმირებული ფორვარდი ანდრე აიუ მოედანზე გასვლას 2 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 23 წლის შემტევის გამოჯანმრთელებას 8-10 კვირა დასჭირდება.

23 წლის განელმა ეგვიპტის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა – ექიმები ფეხბურთელს საავადმყოფოდან უახლოეს პერიოდში გაწერენ.

ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ანდრე აიუმ 10 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:09 | 23.10.2014
ALBIONELI (747)

რა ფეხბურთელები გაყიდა შარშან საუთემპტონმა და კიდე უფრო მაგრად ათამაშდა. ეგეთი ძლიერია ვითომ კუმანი?

0.06648