ბელგიის “ანდერლეხტის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯონ ვან დენ ბრომი დაითხოვა. ამის შესახებ Voetbal Nieuws-ი იუწყება.
47 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტის გაშვების მთავარი მიზეზი მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგია. “ანდერლეხტს” 54 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა. 2011-2012 წლების სეზონში ვან დენ ბრომი ჰოლანდიის “ვიტესს” წვრთნიდა და “ანდერლეხტს” ჰოლანდიური კლუბიდან მიაშურა.
“ანდერლეხტს” ბესნიკ ჰასი გაუძღვება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხსენებულ კლუბში მეორე მწვრთნელად მუშაობდა.