ბელგიური “ანდერლეხტი” გუნდის გაძლიერებას იტალიური “მილანის” ნახევარმცველ ბაკარი ტრაორეთი გეგმავს.
28 წლის ფეხბურთელს შარშან ზაფხულში ფრანგულ “ნანსისთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და “მილანში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მაგრამ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. მასიმილიანო ალეგრიმ, ის სამივე ტურნირში ერთად, რომელშიც მისი გუნდი მონაწილეობდა, მხოლოდ ცხრა მატჩში გაიყვანა მოედანზე და ჯამში 145 წუთი ათამაშა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბრიუსელის კლუბს, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარი გუნდის ლიდერი ლუკას ბილია “ლაციოში” გაყიდა, ტრაორეს ერთწლიანი არენდით აყვანა სურს. ბაკარის “მილანთან” კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე აკავშირებს.