ფეხბურთი

21:59 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანდერ ერერა “ბილბაოს” დატოვებას არ აპირებს

“ბილბაოს” ნახევარმცველი ანდერ ერერა აცხადებს, რომ ის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას არ აპირებს.

“აქამდეც მითქვამს, რომ “ბილბაოს” დატოვებას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, “მანჩესტერ იუნაიტედის” დაინტერესება მსიამოვნებს, მაგრამ გუნდიდან წასვლის სურვილი არ მაქვს.

“ბილბაო” ფინანსურად ფეხზე მყარად დგას. ამ მხრივ, გუნდს ყველაფერი წესრიგში აქვს. ახალი სტადიონი გვაქვს და “ბილბაოს” არცერთ ფეხბურთელს სხვაგან წასვლა არ სურს.”- განუცხადა ერერამ El Confidencial-ს.

0.113719