ფეხბურთი

20:54 | 20.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის შემცვლელად ლუის ენრიკეს მოიაზრებენ

ამჟამად უმუშევრად მყოფ ესპანელ სპეციალისტს, ლუის ენრიკეს “პარი სენ ჟერმენის” ჩაბარებას უწინასწარმეტყველებენ.

უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული, რომ პსჟ-ს ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის “რეალში” წასვლა სურს, ხოლო მადრიდელებს, თავის მხრივ, იტალიელის გადაბირება უნდათ. ფრანგული კლუბის წარმომადგენლები იმედს არ კარგავენ, რომ ანჩელოტის შენარჩუნებას მოახერხებენ, მაგრამ დიდი ალბათობით, მათ მისი შემცვლელის ძებნა მოუწევთ.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ ანჩელოტის შესაძლო შემცვლელად “ბარსელონა ბ”-სა” და “რომას” ყოფილ თავკაცს, ლუის ენრიკეს განიხილავს. სახელდებიან სხვა კანდიდატებიც: ფაბიო კაპელო, რაფაელ ბენიტესი და რობერტო მანჩინი.

0.125139