ფეხბურთი

12:29 | 6.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის შედეგი მოსწონს, ხარისხი აფიქრებს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი პრიმერა დივიზიონის მერვე ტურში, “ლევანტესთან” სტუმრად სამი ქულის აღებით კმაყოფილია. თავისი გუნდის თამაშის ხარისხით კი ისევ უკმაყოფილო. “სამეფო კლუბი” 90-ე წუთამდე 1:2 აგებდა და მატჩის მიწურულს ორი გოლის გატანა მოახერხა.

“უმძიმესი შეხვედრაში ძალიან საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ. მეორე ტაიმში მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ ვაღიარებ, განსაკუთრებით ის ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, რასაც ამ გუნდისგან ველი. ხარისხი აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. რაც შეეხება “ლევანტეს” გოლებს, ისისნი ჩვენ ვაჩუქეთ” – განაცხადა ანჩელოტიმ.

0.117643