ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ საფრანგეთიდან აბარგება საბოლოოდ გადაწყვიტა. AS-ის ცნობით, პარიზელები იტალიელის დატოვების წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ პსჟ-ში დარჩენა თავად ანჩელოტის აღარ სურს.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, უახლოეს საათებში, იტალიელი პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ჰელაიფის შეხვდება და თავის გადაწყვეტილებას გააცნობს.
რამდენადაც ცნობილია, 53 წლის სპეციალისტს წინადადებები 3 კლუბიდან აქვს. ანჩელოტისთვის ბრძოლაში, ფავორიტი მადრიდის “რეალია”.