ფეხბურთი

10:43 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ გავრცელებული კომენტარი უარყო

 

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კატეგორიულად უარყო ერთ-ერთი ესპანური გამოცემის მიერ გავრცელებული თავისი ინტერვიუ, რომელშიც სპეციალისტი ნახევარმცველ მესუთ იოზილის “სამეფო კლუბიდან” გაშვებას შეცდომას უწოდებდა.

“იოზილის ტრანსფერთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გამიკეთებია. ბევრჯერ ყოფილა, ისეთი რამ წამიკითხავს, რაც მე ნამდვილად არ მითქვამს. ამ ინფორმაციამ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არ ვიცი, საიდან მოიგონეს” – განაცხადა ანჩელოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11883