ფეხბურთი

15:37 | 19.02.2014 | ნანახია 3887 - ჯერ

ანჩელოტი: “ზეედორფს “ატლეტიკოზე” ვესაუბრე”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, კლარენს ზეედორფმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წინ, კონსულტაციისთვის მადრიდის “რეალის” თავკაც კარლო ანჩელოტის მიმართა. ესპანური სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თავად ანჩელოტიმაც დაადასტურა.

“კლარენს ზეედორფს მომავალი შეხვედრების შიში არ აქვს. ვხედავ, რომ ბოლომდე კონცენტრირებულია და ძალიან კარგი იდეებიც აქვს, მაგრამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად მოთმინება სჭირდება. ის მართლაც დამიკავშირდა “ატლეტიკოს” შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ თავადაც ბრწყინვალედ ჰყავს ეს გუნდი შესწავლილი” – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:28 | 10.08.2013
Adnan Januzaj (117)

არადა ლევანდოვსკის სკამიდან არ აყეებდა ერთდროს,მერე რა დაემართა

21:27 | 10.08.2013
gogga78 (901)

რაუნდოდა ამას ჩინეთში?

17:46 | 10.08.2013
სავაშა__ (6590)

კალათბურთი არა ხელბურთი : დდ

16:57 | 10.08.2013
jikha (947)

ეს სტატია აქ უნდა იდოს?

0.064755
3887