მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისი ყოფილი შეგირდი და ამჟამად “მილანის” მთავარი მწვრთნელი კლარენს ზეედორფი მადრიდის “ატლეტიკოსთან” დუელისთვის სერიოზულად ემზადება. როგორც ირკვევა, ჰოლანდიელი იტალიელს “ატლეტიკოს” ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ დაეკითხა.
“ველოდი, რომ ზეედორფი ინფორმაციის მიღებას ჩემგან ეცდებოდა. მან იცის ეს საქმე და მწვრთნელის როლში ბოლომდეა შესული. მას ბრწყინვალე იდეები აქვს. “ატლეტიკო” მისი მწვრთნელივით თამაშობს. მე სიმეონეს ფეხბურთელობა კარგად მახსოვს. არგენტინელი ტაქტიკურად განსწავლულია და გუნდს ბევრს აძლევს. “მილანმა” კონტრშეტევებით უნდა ისარგებლოს”, - განუცხადა ანჩელოტიმ იტალიურ მედიას.
შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში, “მილანი” და “ატლეტიკო” ერთმანეთის წინაშე ოთხშაბათს წარსდგებიან.