მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯერ არ მოუფიქრებია, როგორ ათამაშებს გუნდს ტრავმირებული ნახევარმცველის სამი ხედირას გარეშე. იტალიელი სპეციალისტი პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
“ხედირა გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მისმა ტრავმამ სერიოზულად ამირია გეგმები. ჯერ არ ვიცი, მის სამუშაოს სხვა მოთამაშეს დავავალებ თუ სათამაშო სისტემას შევცვლი” – განაცხადა ანჩელოტიმ.
სამი ხედირა გერმანიისა და იტალიის ნაკრებების ამხანაგურ მატჩში დაშავდა და მინიმუმ ექვსი თვით უქმობა მოუწევს.