ფეხბურთი

13:26 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი ვენგერისგან ვახშამს ელის

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან საუბრისას ნახევარმცველ მესუთ იოზილის “არსენალში” გადასვლა გაიხსენა. “სამეფო კლუბის” დამრიგებელმა თქვა, რომ ამ ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენება გარეთ ბეილის შეძენის შემდეგ ინდივიდუალურად გადაწყვიტა.

“პრემიერლიგაში რამდენიმე თანაბარძალოვანი გუნდია, რომელთა შორისაც საუკეთესო შემადგენლობა “მანჩესტერ სიტის” ჰყავს. რაც შეეხება “არსენალს”, გუნდის კარგი თამაში მნიშვნელოვანწილად ჩვენი დამსახურებაცაა. არსენ ვენგერს ვურჩევ, იოზილის ტრანსფერის გამო პატივისცემის ნიშნად ვახშმად დაგვპატიჟოს. გადაწყვეტილება პირადად მივიღე, რადგან ამ ფეხბურთელისთვის მინდორზე ადგილის მოძებნა გარეთ ბეილის შეძენის შემდეგ ძალიან გამიძნელდა” – განაცხადა ანჩელოტიმ.

0.114611