სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:59 | 25.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “რეალში” მინდა, მაგრამ კონტრაქს პატივს ვცემ”

ფრანგული პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იმეორებს, რომ მას მადრიდის “რეალში” მუშაობა სურს, მაგრამ იტალიელი ასევე აცხადებს, რომ ის პარიზულ კლუბში დასარჩენად მზადაა.

“რეალსა” და ანჩელოტის რომ ერთმანეთთან თანამშრომლობა სურთ, ეს მადრიდელებმაც დაადასტურეს, იტალიელმაც და პსჟ-მაც. თუმცა, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, რომ ანჩელოტის შენარჩუნებას შეეცდებიან. როგორც ჩანს, ისინი უშანსოდ არ არიან.

“გასულ კვირაში ჩემს მიერ ნათქვამი სიტყვები ძალაში რჩება.

გადაწყვეტილების მიღებამდე, კლუბთან გარკვეული დატალები უნდა შევათანხმო. ეს იოლი არაა, მაგრამ თუ “რეალთან” მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდა, პსჟ-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს პატივს ვცემ. მე მხოლოდ ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, ხოლო კლუბები ერთმანეთში მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩემზე არაფერია დამოკიდებული.

“რეალში” მუშაობა ყველა მწვრთნელს სურს. პარიზში ყველაფერი მაკმაყოფილებს, მაგრამ ჩემს მომავალზეც უნდა ვიფიქრო.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს ESPNDeportes-ი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11016