მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის თასის ფინალში „ბარსელონას“ ძლევის (2:1) შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა. სპეციალისტის განცხადებით, „სამეფო კლუბმა“ შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენა.
„რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია. „რეალმა“ თავისი საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა და სრულიად სამართლიანად მოიგო. „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაში რომ ყოველთვის ძნელია, ყველამ კარგად იცის, მაგრამ დღეს შეგვეძლო შეხვედრის ბედი გაცილებით ადრიანად გადაგვეწყვიტა. რამდენიმე რეალური ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ეს გამარჯვება სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის თავდაჯერებულობას შეგვმატებს“ - განაცხადა ანჩელოტიმ.