მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი “ელჩესთან” (5:1) მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და კლუბის მეკარეებზე ისაუბრა. კარლოს ჯერ პასუხი არ აქვს, თუ ვინ ითამაშებს შაბათს “ვილიარეალის” წინააღმდეგ.
“ნავასი ითამაშებს თუ კასილასი? ამას შაბათს გაიგებთ. ნავასმა კარგად ითამაშა და კმაყოფილი ვარ. მან ძალიან მშვიდად ითამაშა. კეილორს რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა, მაგრამ ყველა შემთხვევაში დამაჯერებელი იყო”. – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახენებთ, რომ სამშაბათს კეილორ ნავასმა პირველად დაიცვა “სამეფო კლუბის” კარი.
ირაკლი ალიმბარაშვილი