მილანის “ინტერთან” 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ მადრიდის “რეალის” იტალიელმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “სამეფო კლუბი” ახალი სეზონისთვის სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია.
“კარგად და შემტევი სტილით ვითამაშეთ. წინასასეზონო ბოლო მატჩი მშვენიერი გამოგვივიდა. ძალიან კმაყოფილი ვარ ახალგაზრდა მოთამაშეებით. მათ ყველაფერი წინ აქვთ, გამოცდილებას შეიძენენ, ოსტატობა კი სათანადო დონეზე აქვთ. ერთი სიტყვით, შემადგენლობით კმაყოფილი ვარ – რა საჭიროა ბეილი, როდესაც გუნდში მორატა და ხესე გვყავს”, - ანჩელოტის ამ სიტყვების შემდეგ გარეთ ბეილის 22 აგვისტოს თბილისში ხილვის შანსი გვეზრდება.